საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენელმა, დავით ბეჟუაშვილმა ყაზახეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით 10 სასუნთქი აპარატი გააგზავნა, რომლებიც დედაქალაქ ნურსულთანის სამედიცინო დაწესებულებებში განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს და მათ შორის “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” (GIG), გვერდში დგომისათვის მადლობას უხდის.
დატოვე კომენტარი