პოლიტიკაში, მედიასა და სოციალური მედიის პლატფორმაზე დაპირისპირება ფართოვდება. ადამიანები უფრო და უფრო მეტად რწმუნდებიან საკუთარ შეხედულებებში და არ სურთ სხვათა მოსაზრებების გათვალისწინება. ასეთ დანაწევრებულ გარემოში, რომელშიც ყველაზე ხმამაღალი ხმები დომინირებს, ადვილია მხედველობიდან გამოგვრჩეს თუ რა არის უმთავრესი და თუ ვისზე ექნება პირდაპირი გავლენა ამა თუ იმ საკითხს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა პოლიტიკის გატარებისას, რადგანაც იგი აფერხებს მთავრობის ფუნდამენტურ ფუნქციას: წარმოადგინოს და დაიცვას ხალხის ინტერესები.
ჩვენ მოწმენი გავხდით პოსტ-პანდემიური შოკის შემდგომ შტორმის, ექსტრემიზმისა და ეგზისტენციალური გამოწვევებისა – დაბოლოს, კლიმატის ცვლილებისაც. იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და სამშვიდობოს გავიდეთ, როგორც ძლიერი საზოგადოება, ჩვენ არ გვაქვს სხვა გამოსავალი გარდა ერთისა – განვაახლოთ კონსტრუქციული დიალოგი და კონსენსუსის შენება და ვაქციოთ იგი ჩვენს საწყის მენტალობად. უკეთესი პოლიტიკის გატარებით, რომელიც დაყოფას შეაკავშირებს და მხედველობაში მიიღებს განსხვავებულ შეხედულებებს, ყველა ჩვენგანი – მთავრობა, კერძო სექტორი თუ სამოქალაქო საზოგადოება – შევძლებთ ავაშენოთ უკეთესი მომავალი ყველა ჩვენგანისათვის.
საზოგადოებაც არანაკლებს მოელის. ახალი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, რომლის მეშვეობითაც გამოიკითხა 44 000 ზრდასრული 22 ქვეყანაში და ჩატარდა დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის, Povaddo-ს მიერ, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ დაკვეთით, ყოველი 10 გამოკითხულიდან 9 აცხადებს, რომ მსოფლიოს წინაშე არსებული ყველაზე დიდი პრობლემის გადაჭრის მოსაძებნად ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა პერსპექტივა, მაშინაც კი როდესაც არსებობს მკვეთრი უთანხმოება.
თუ გვსურს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელთა წინაშეც ვდგავართ, საჭიროა უფრო მეტად დაბალანსებული და ინკლუზიური მიდგომა. ეს გულისხმობს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებს გაითვალისწინებს, რომელთაც ეს ცვლილება ყველაზე მეტად შეეხება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ხმის მოსმენა და მათი საჭიროებების მიღება მხედველობაში. ამის შემდგომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა იმ მხარის მოწვევა, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა.
შესაძლოა, მავანმა იფიქროს, რომ ეს სტანდარტული პროცესია. ეს ასე არ არის. განსაკუთრებით პოლარიზებულ საკითხებზე, როგორიცაა თამბაქო, მიმდინარე საზოგადოებრივი დებატები ნაკლებადაა ინკლუზიური და ყველა პერსპექტივის მომცველი. Povaddo-ს კვლევის თანახმად, ნიკოტინის მომხმარებელთა სამ-მეოთხედზე მეტი (77%) ფიქრობს, რომ მათი ხმა საკმარისზე მეტი ხნის განმავლობაში იყო უგულებელყოფილი და რომ საჭიროა ახალი მიდგომის შემუშავება რეგულაციების მიმართ. დღესდღეობით, არსებობს თამბაქოს უკვამლო პროდუქტები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის ურისკო, რადგან შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას – გაცილებით უკეთესი არჩევანია სიგარეტთან შედარებით იმ ზრდასრულებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას. იქ სადაც არ არის რეგულაცია, რომელიც ამ უკვამლო პროდუქტებსა და მათ შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციაზე წვდომას გახდიდა შესაძლებელს – ზრდასრული მწეველები კვლავაც რჩებიან ამ შესაძლებლობის გარეშე.
ჩვენ ამაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია და უნდა შევძლოთ. პირველი ნაბიჯი იქნება საღ აზრზე დაფუძნებული პოლიტიკის მოთხოვნა, რომელიც ყველასთვის გააუმჯობესებდა სამომავლო პერსპექტივას. საუკეთესო გზა წინსვლისათვის იქნებოდა იმ ნეიტრალური ნიადაგის მოძებნა, რომელზეც კონსტრუქციული დებატების აგებაა შესაძლებელი. მე ვიტყოდი, რომ მეცნიერება იქნებოდა ყველაზე თვალსაჩინო საწყისი წერტილი. მეცნიერული მტკიცებულებები და ფაქტები შესაძლოა გახდეს ჩვენი საერთო ენა, ჩვენი კომპასი კონსენსუსის მოსაძებნად ყველაზე კრიტიკულ საკითხებზე – მსგავსად Povaddo-ს მიერ გამოკითხულ იმ 85 პროცენტისა, რომლებიც ითხოვენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. ეს ყოველივე იწყება ინფორმაციის სანდო წყაროებისა და მაგიდის გარშემო მყოფი ადამიანების მოსმენით და იმ საზოგადოებისა და ქვეყნების გამოცდილებით, სადაც ინფორმირებული პოლიტიკის გატარების შედეგად აბსტრაქტული კონცეფცია გარდაქმნილ იქნა გაზომვად პროგრესად.
დღესდღეობით, ჩვენ ხელთ გვაქვს „ნოუჰაუ“, ტექნოლოგიები და რესურსები, რაც საჭიროა სათანადოდ ვუპასუხოთ ჩვენს მრავალ გლობალურ გამოწვევას. ყველა ხმის მოსმენით და მეცნიერების ჩართვით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ შევძლებთ დაყოფის ბარიერის გადალახვას და პროგრესის მიმართვას ისეთი უკეთესი მომავლისადმი, რომელიც ყველა ჩვენგანის ინტერესს მოემსახურება.
ავტორი: გრეგუარ ვერდო, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ საგარეო ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი
დატოვე კომენტარი