ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი მატჩები ახლოვდება. ტურნირზე საქართველოს ბოლო სამი მეტოქე კვიპროსი, შოტლანდია და ესპანეთი იქნება, მანამდე კი ნაკრები ამხანაგურ თამაშში ტაილანდს უნდა დაუპირისპირდეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით ამჟამად მეოთხე ადგილზეა და ტურნირზე მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, თუმცა, როგორც მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ამბობს, ამ მატჩებმა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა უნდა აუმაღლოს და გუნდს განვითარებაში დაეხმაროს.

მატჩებამდე უნდა ვთქვათ ის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალა და მათი საბაზრო ღირებულებაც გაიზარდა. გამორჩეული იყო გიორგი მიქაუტაძის გადასვლა ამსტერდამის Ajax-ში, გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ინგლისურ Watford-ში და იტალიური Torino-ს მიერ საბა საზონოვის ყიდვა.

გარდა ამისა, წელს, ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ერთდროულად ოთხი ქართველი ასპარეზობს და ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებზე გავლენას ესეც ახდენს.

Transfermarkt-ის მიხედვით, რეიტინგში 79-ე ადგილზე მყოფი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საერთო ღირებულება €142.40 მილიონს შეადგენს.

გასაკვირი არაა, რომ ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიას იტალიური Napoli-ის 77-ე ნომერი, ხვიჩა კვარაცხელია უდგას სათავეში, მეორე ადგილზე Valencia-ს მეკარე გიორგი მამარდაშვილია, მესამეზე Ajax-ის შემტევი გიორგი მიქაუტაძეა, მათთან ერთად კი სხვა ფეხბურთელების ღირებულება ასეთია:

  1. ხვიჩა კვარაცხელია (SSC Napoli) – €85 მილიონი;
  2. გიორგი მამარდაშვილი (Valencia CF) – €25 მილიონი;
  3. გიორგი მიქაუტაძე (Ajax Amsterdam) – €10 მილიონი;
  4. საბა საზონოვი (Torino FC) – €3 მილიონი;
  5. ზურიკო დავითაშვილი (FC Girondins Bordeaux) – €3 მილიონი;
  6. ირაკლი აზაროვი (Shakhtar Donetsk) – €2.5 მილიონი;
  7. გიორგი ჩაკვეტაძე (Watford FC) – €2.4 მილიონი;
  8. ოთარ კიტეიშვილი (SK Sturm Graz) – €2 მილიონი;
  9. საბა ლობჟანიძე (Atlanta United FC) – €2 მილიონი;
  10. ლუკა გაგნიძე (Dynamo Moscow) – €2 მილიონი;
  11. ლუკა ლოჩოშვილი (US Cremonese) – €1.8 მილიონი;
  12. დავით ხოჭოლავა (FC Copenhagen) – €1.8 მილიონი;
  13. გიორგი ქვილითაია (APOEL Nicosia) – €1.8 მილიონი;
  14. ვალერი ყაზაიშვილი (Ulsan Hyundai) – €1.7 მილიონი;
  15. გიორგი გოჩოლეიშვილი (Shakhtar Donetsk) – €1.5 მილიონი.