საკრუიზო გემები დიდი ზომის საზღვაო ხომალდები გახლავთ, რომელთა მთავარი დანიშნულებაც მოგზაურებისათვის ზღვებსა და ოკეანეებზე დასვენების მრავალფეროვანი საშუალებების შეთავაზებაა. საკრუიზო გემების მთავარი ხიბლი მათი კომპლექსურობა და ინფრასტრუქტურული მრავალფეროვნებაა. შესაბამისად, მათი აგება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. როგორც წესი, საკრუიზო გემებზე საცხოვრებელი სივრცეების გარდა გასართობ სივრცეებს, საცურაო აუზებს, ატრაქციონებს, კაზინოებს, რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და კინოთეატრებსაც ვხვდებით. ამ სტატიაში კი 2023 წელს 8 ყველაზე ძვირად ღირებული საკრუიზო გემის რეიტინგს წარმოგიდგენთ.
8/8 – Quantum of the Seas – $1 მილიარდი
გემი კომპანია Royal Caribbean International-ის მფლობელობაშია და მისი აგება დაახლოებით $1 მილიარდი დოლარი დაჯდა. წლის სხვადასხვა დროს საკრუიზო გემი კარიბის ზღვის აუზში, აზიასა და ალასკაში სტუმრობს.
7/8 – Norwegian Epic – $1.2 მილიარდი
საკრუიზო გემს ოპერირებას Norwegian Cruise Line-ი უწევს. გემი 2010 წელს აიგო და ხარჯებმა 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული საკრუიზო გემი 329 მეტრი სიგრძისაა და მასზე ერთდროულად 5,100 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი.
6/8 – MSC World Europa – $1.25 მილიარდი
აღნიშნული საკრუიზო გემი ექსპლუატაციაში 2022 წელს დეკემბერში ჩაეშვა და კატარში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს საკრუიზო სასტუმროდ ფუნქციონირებდა. გემს შეუძლია, ერთდროულად 5,400-მდე მგზავრს უმასპინძლოს. MSC Cruises-ის მიერ აგებული გემის ღირებულება 1.25 მილიარდი დოლარია.
5/8 – The Wonder of the Seas – $1.35 მილიარდი
გემი კომპანია Royal Caribbean International-ის საკუთრებაში არსებული 5 გემიდან ერთ-ერთია. საკრუიზო ხომალდმა ოპერირება 2022 წელს დაიწყო. ის მსოფლიოში ყველაზე მძიმე საკრუიზო გემია. ხომალდი 7000-მდე მგზავრთან ერთად ეკიპაჟის 2,300-მდე წევრსაც იტევს.
4/8 – Symphony of the Seas – $1.35 მილიარდი
362 მეტრი სიგრძის საკრუიზო გემი, რომელიც საკუთარი დიზაინითა და ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. გემი ერთდროულად 6,680 მგზავრს ემსახურება.
3/8 – Harmony of the Seas – $1.35 მილიარდი
Royal Caribbean International-ის კიდევ ერთი საკრუიზო გემი, რომელმაც ოპერირება 2016 წელს დაიწყო.
2/8 – Oasis of the Seas – $1.4 მილიარდი
აღნიშნული საკრუიზო გემი Royal Caribbean International-ის პირველი ხომალდია, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს. მისი აგება კომპანიას $1.4 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი გახლდათ.
1/8 – The Allure of the Seas – $1.5 მილიარდი
ყველაზე ძვირად ღირებული საკრუიზო გემი, რომლის აგებაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. ზემოთ აღნიშნული გემების მსგავსად მისი მესაკუთრეც Royal Caribbean International-ი გახლავთ. გემი სტუმრებს ბროდვეის სტილის წარმოდგენებსა და წვეულებებს სთავაზობს.
დატოვე კომენტარი