თბილისში ბიზნეს ცენტრებში, 1 კვ.მ ოფისის იჯარის მაქსიმალური ფასი 46 აშშ დოლარიდან იწყება, საშუალო ფასი 20 აშშ-დან, ხოლო მინიმალური ფასი 8 აშშ დოლარიდან.
თბილისში მდებარე ბიზნეს ცენტრების საოფისე ფართების საწყისი ფასები ივნისის ბოლოს/ივლისის მდგომარეობით, PropertyGeorgia-მ მოამზადა.
ამ პერიოდში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნეს ცენტრებს შორის პირველი ადგილი კვლავაც უცვლელად უკავია Courtyard Marriott-ში მდებარე GMT Plaza-ს, სადაც კვადრატულის ფასი წინა თვესთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი, 35-დან 46 აშშ დოლარამდე (დღგ-ს გარეშე).
ბიზნეს ცენტრების ფასების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს კომპანია “რედიქსის” ჭავჭავაძის ბიზნეს ცენტრი. ფასები უცვლელია კომპანია რედიქსის “ტაბიძე 1” ბიზნეს ცენტრში, სადაც 1 კვ.მ – 30 დოლარს შეადგენს, ასევე, Axis Towers-სა და “მწვანე შენობაში”, სადაც ფასები შესაბამისად 25 აშშ დოლარია.
რუსთაველზე მდებარე სავაჭრო-საოფისე ცენტრ “მერანში” 1 კვ.მ საოფისე ფართის ქირაობა 25 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, რაც 25% აღემატება გასული თვის მაჩვენებელს.
საოფისე ფართის იჯარა კვლავაც 23 დოლარი ღირს King David-ის ბიზნეს ცენტრში.
სიაში შემდეგი “მეიდან პალასია”. 20 აშშ დოლარი დაგიჯდებათ 1 კვადრატული საოფისე ფართის ქირაობა Pixel-ის და “ბელინსკის ბიზნეს ცენტრებში” ვაჟა-ფშველას ბიზნეს ცენტრში კვ.მ -ს ფასი კვლავაც 18$-დან იწყება.
შედარებით ბიუჯეტური შემოთავაზებებია ბესიკის, მოზაიკასა და პანორამას ბიზნეს ცენტრებში, სადაც კვადრატული საოფისე ფართის ქირის ფასი 15 აშშ დოლარს შეადგენს. კიდევ უფრო ხელმისაწვდომია ფასები “ქარვალსაში”, “მეგალაინისა” და საბურთალოს ბიზნეს ცენტრებში, სადაც კვ. ფასი 8–დან 10 დოლარამდე მერყეობს.
დატოვე კომენტარი