საქართველოში ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამაზე სწავლა 33 785 ლარი ღირს.
საქართველოს სახელმწიფო სასწავლებლების უმრავლესობაში ფიქსირებული გადასახადია და ის წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. თუმცა, განსხვავებული ვითარებაა კერძო სასწავლებლების შემთხვევაში. კერძო უნივერსიტეტების ნაწილში წლიური გადასახადი ზოგიერთ ფაკულტეტსა და სასწავლო პროგრამაზე 10 000 ლარს სცდება.
გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, უნივერსიტეტები სტუდენტებს საფასურის გადახდის სხვადასხვა მეთოდებს სთავაზობენ, მათ შორის თანადაფინანსებას, სტიპენდიას, გადასახადის გადავადებას და ა.შ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საბაკალავრო პროგრამებზე ყველაზე ძვირადღირებული 10 სასწავლო მიმართულების ჩამონათვალი 2019–2020 სასწავლო წლისთვის შემდეგია:
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი: საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
პროგრამა: ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით
წლიური გადასახადი – 24 300 ლარი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული ინჟინერია
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტრულ ინჟინერიაში
წლიური გადასახადი – 19 976 ლარი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი კომპიუტერულ ინჟინერიაში
წლიური გადასახადი: 19 976 ლარი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ქიმია–ბიოქიმია
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი ქიმიაში/მეცნიერებათა ბაკალავრი ქიმიაში ბიოქიმიის განხრით
წლიური გადასახადი: 19 967 ლარი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში
წლიური გადასახადი – 19 967 ლარი
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი: საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
პროგრამა: ინჟინერიის ბაკალავრი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლოატაციაში
წლიური გადასახადი: 11 500 ლარი
შპს “ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი”: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი
წლიური გადასახადი: 10 000 ლარი
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი
წლიური გადასახადი: 8 000 ლარი
შ.პ.ს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი
წლიური გადასახადი: 8 000 ლარი
შ.პ.ს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი
წლიური გადასახადი: 8 000 ლარი
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, მიმდინარე წელს ყველაზე ძვირადღირებული შემდეგი სამი პროგრამაა:
შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)
კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის მაგისტრი
საფასური: 33 785 ლარი
შპს – კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის მართვის ორმაგი პროგრამა (ბიზნეს-კვლევა, გლობალური მენეჯმენტი, მენეჯმენტ-კონსალტინგი)
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
საფასური: 20 000 ლარი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
საფასური: 9 926 ლარი
დატოვე კომენტარი