2017 წლის მდგარდობის ინდექსის მიხედვით, ჰონგ-კონგი პირველ ადგილზეა საჯარო ტრანსპორტის გამართულობისა და “მობილურობის” მიხედვით.
მკვლევარებმა მსოფლიოს 100 დიდი ქალაქი შეადარეს ერთმანეთს, 23 სხვადასხვა ინდიკატორის საფუძველზე. ანგარიშიდან გაირკვა, რომ ჰონგ-კონგში არსებული საჯარო ტრანსპორტი ერთმანეთან კარგად დაკავშირებული და მოხერხებულია. ასევე ხაზგასასმელია, რომ სატრანსპორტო ქსელი ინოვაციური მეთოდებითაა მოწყობილი, რითიც ყოველდღიურად 12.6 მილიონი ადამიანი გადაადგილდება. ჰონგ-კონგის ტრანსპორტის კიდევ ერთ “ღირსებას”, მისი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
მსოფლიოს ყველაზე მდგარდი საჯარო ტრანსპორტის მქონე ქალაქების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1) ჰონგ-კონგი
2) ციურიხი
3) პარიზი
4) სეული
5) პრაღა
6) ვენა
7) ლონდონი
8) სინგაპური
9) სტოკჰოლმი
10) ფრანკფურტი
დატოვე კომენტარი