მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტებმა აქტიურად დაიწყეს თავიანთი ხელფასების კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ სხვადასხვა ფონდებში გადარიცხვა. Forbes Georgia-მ მოიკვლია, ქვეყნების ლიდერების ყოველთვიური ხელფასები და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტები გამოავლინა.
რეიტინგში პირველ ადგილს $11,495.96 თვიური ხელფასით ლიეტუვას პრეზიდენტი იკავებს. ხოლო ყველაზე დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტი ყირგიზეთის მთავრობის მეთაურია, რომელსაც 17-ჯერ დაბალი ხელფასი აქვს ლიეტუვას პრეზიდენტთან შედარებით.
ხელფასები ქვეყნების ეროვნული ვალუტებიდან, აშშ დოლარშია გადაყვანილი 2020 წლის 14 სექტემბრის მონაცემებით. ჩვენ, აღნიშნული მონაცემები სხვადასხვა ვებგვერდებიდან შევკრიბეთ, ასევე ისეთი ორგანიზაციების ინფორმაცია გამოვიყენეთ, როგორიცაა მაგალითად მსოფლიო ბანკი. ცნობისთვის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტები, ჩვენს სიაში ვერ მოხვდნენ იმის გამო, რომ სარწმუნო ინფორმაცია მათი ხელფასების შესახებ არ მოიპოვება.
გიზიარებთ პოსტსაბჭოთა 12 ქვეყნის პრეზიდენტების რეიტინგს ხელფასების მიხედვით და ასევე აღნიშნული ქვეყნების მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე.
1. გიტანას ნაუსედა
- ლიეტუვას მე-9 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $11,495.96
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $19,455.5.
2. ვლადიმერ პუტინი
- რუსეთის ფედერაციის მე-4 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $10,348.09
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $11,585.0
3. ილჰამ ალიევი
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $8,823.53
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,793.6
4. კერსტი კალიულაიდი
- ესტონეთის მე-5 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $7,921.28
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $23,659.9
5. ეგილს ლევიტსი
- ლატვიის მე-10 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $7,062.75
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $17,836.4
6. ალექსანდრ ლუკაშენკო
- ბელარუსის პირველი პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $3,752.56
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $6,663.3
7. სალომე ზურაბიშვილი
- საქართველოს მე–5 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $2,222
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,769.2
8. არმენ სარქისიანი
- სომხეთის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $2,118.26
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,622.7
9. ემომალი რაჰმონი
- ტაჯიკეთის რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $1,100
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $870.8
10. ვოლოდიმირ ზელენსკი
- უკრაინის მე-6 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $1,000.28
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $3,659.0
11. იგორ დოდონი
- მოლდოვის რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $781.25
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,498.5
12. სოორონბაი ჟეენბეკოვი
- ყირგიზეთის რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტი
- ყოველთვიური ხელფასი: $670.67
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,309.4.
დატოვე კომენტარი