ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

პოპის მეფე კვლავ მეფობს. Juice WRLD და კობი ბრაინტი კი სიას ზედმეტად ადრე უერთდებიან. ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი გარდაცვლილი ადამიანების სია გამოაქვეყნა.

Forbes-ი აღნიშნულ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. მონაცემები მოიცავს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს. და ის ეყრდნობა MRC Data, IMDBPro, NPD BookScan-ისა და ინდუსტრიის ლიდერთა ინტერვიუებს.

გთავაზობთ რეიტინგს:

1 | მაიკლ ჯექსონი

$48 მილიონი

გარდაიცვალა:  25 ივნისს, 2009 (50)

მიზეზი: ზედოზირება/ჰომოციდი

2019 წლის დოკუმენტურმა ფილმმა „ნევერლენდის დატოვებამ,“ პოპის მეფეს ტახტი მაინც ვერ დააკარგვინა. ჯექსონის Mijac Music-ის კატალოგი, მუსიკოსის შემოსავალთა 70%-ს მოიცავს.  

2 | დოქტორი სუსი

$33 მილიონი

გარდაიცვალა:  24 სექტემბერს, 1991 (87)

მიზეზი: კიბო

წიგნის გაყიდვები მწერლის მთავარ შემოსავლად რჩება.

3 | ჩარლზ შულცი

$32.5 მილიონი

გარდაიცვალა:  12 თებერვალს, 2000 (77)

მიზეზი: კიბო

შულცის ქონების განმკარგველებმა, გასულ ფისკალურ წელს, $110 მილიონიანი მოგების მიღება შეძლეს. ამ ყოველივეს ნაწილი კი, Apple TV+-სთან გარიგებამ გამოიწვია.

4 | არნოლდ პალმერი

$25 მილიონი

გარდაიცვალა:  25 სექტემბერს, 2016 (87)

მიზეზი: გულის დაავადება

პანდემიამ გოლფის სეზონი შეამცირა, თუმცა Arnie’s Army სვლას არ ანელებს. The King-ის მრავალი გარიგება, პალმერს სიკვდილის შემდგომაც ამდიდრებს.

5 | ელვის პრესლი

$23 მილიონი

გარდაიცვალა:  16 აგვისტოს, 1977 (42)

მიზეზი: გულის შეტევა

ეპიდემიამ ელვისის იმპერია შეარყია. პრესლის მუზეუმი ელვისს $10 მილიონიან ყოველწლიურ შემოსავალს უნაღდებს.

6 | კობი ბრაიანტი

$20 მილიონი

გარდაიცვალა:  26 იანვარს, 2020 (41)

მიზეზი: შვეულმფრენის კატასტროფა

იანვარში გარდაცვალების შემდგომ, Nike-მა კობი ბრაინტის აქსესუარები სრულიად გაყიდა. ფანებმა, აგრეთვე, შეიძინეს კალათბურთელის ავტობიოგრაფია.

7 | Juice WRLD

$15 მილიონი

გარდაიცვალა:  8 დეკემბერს, 2019 (21)

მიზეზი: ზედოზირება

რეპერმა ჯარად ჰიგინსმა, ფსევდონიმით Juice WRLD, გარდაცვალების შემდგომ პოპულარობა მოიხვეჭა. მისმა მესამე და ბოლო ალბომი, “Legends Never Die“ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.  

8 | ბობ მარლი

$14 მილიონი

გარდაიცვალა:  11 მაისს, 1981 (36)

მიზეზი: კიბო

ბობ მარლის პოპულარობა არც წელს გამქრალა. House of Marley-მ, მის სახელზე შექმნილი ყურსასმენების და სხვა აქსესუარების კომპანიამ – გარდაცვლილ მუსიკოსს $3 მილიონი აშოვნინა.  

9 | ჯონ ლენონი

$13 მილიონი

გარდაიცვალა:  8 დეჯემბერს, 1980 (40)

მიზეზი: მკვლელობა

ჯონ ლენონის მკვლელობიდან ორმოცი წლის შემდეგ, Beatles-ის მუსიკა კვლავ მოდაშია. ლენონი ფილმებსა თუ შოუებში გამოყენებული სიმღერებიდან ფულს კვლავ შოულობს.

10 | Prince

$10 მილიონი

გარდაიცვალა:  21 აპრილს, 2016 (57)

მიზეზი: ზედოზირება

წელს, მან 700,000 ალბომის გაყიდვა შეძლო მხოლოდ შეერთებულ შტატებში.

11 | ფრედი მერკური

$9 მილიონი

გარდაიცვალა: 24 ნოემბერს, 1991 (45)

მიზეზი: შიდსი

2018 წლის ტიტულოვანმა ფილმმა „ბოჰემიურმა რაფსოდიამ“ ფრედი მერკური სიას დაუბრუნა. მერკურის მემკვიდრეებმა ფილმის $1 მილიარდიანი შემოსავლის მცირე ნაწილის დაუფლების გარდა, შემოსავალი თავად Queens-ის მუსიკის რენესანსიდანაც მიიღეს.

12 | ჯორჯ ჰარისონი

$8.5 მილიონი

გარდაიცვალა:  29 ნოემბერს, 2001 (58)

მიზეზი: კიბო

მეტსახელად The Quiet Beatle-მა ლას ვეგასის შოუს შეჩერების მიუხედავად, Cirque du Soleil-ის შოუ „სიყვარულიდან“ შვიდნიშნულიანი მოგება ჰპოვა.

13 | მერლინ მონრო

$8 მილიონი

გარდაიცვალა: 4 აგვისტოს, 1962 (36)

მიზეზი: ზედოზირება

ფილმთა ღმერთს ყოველთვის მიაგებენ პატივს – მის სახელს 100 გლობალური ბრენდი იყენებს, მათ შორის Dolce & Gabbana, Zales და სხვა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *