ყველაზე მაღალი ხელფასი კვლავ საფინანსო სექტორშია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1059 ლარი შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 2305 ლარი. მეორე ადგილზეა პრეფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობაა – 1743 ლარით, ხოლო მესამეზე ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორია – 1686 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 567 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 683 ლარით.

2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ადმინისტრაციულ საქმიანობაში გაიზარდა – 27%-ით. შემდეგ მოდის საფინანსო საქმიანობა 21%-ით.

ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის პირველ კვარტალში (ლარებში)

 

2018_I

2017_I

ზრდა

სულ

1059

989

7%

საფინანსო საქმიანობება

2305

1907

21%

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

1743

1750

0%

ინფორმაცია და კომუნიკაცია

1686

1607

5%

მშენებლობა

1552

1501

3%

ელექტროენერგიის და აირის მიწოდება

1401

1260

11%

ტრანსპორტირება და დასაწყობება

1373

1299

6%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1254

1227

2%

სახელმწიფო მმართველობა

1247

1231

1%

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

1036

1014

2%

ჯანდაცვა

968

936

3%

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

966

855

13%

ადმინისტრაციული საქმიანობები

898

704

27%

ხელოვნება, გართობა და დასვენება

891

804

11%

დამამუშავებელი მრეწველობა

890

832

7%

სასტუმროები და რესტორნები

854

741

15%

სხვა სახის მომსახურება

803

672

19%

წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა

741

683

8%

სოფლის მეურნეობა

683

674

1%

განათლება

567

560

1%

წყარო: საქსტატი

Forbes Georgia

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".