ბესტსელერების შემქმნელი, ჯეიმს პატერსონი ფორბსის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლების 2014 წლის სიის სათავეშია. მან, ერთი წლის მანძილზე, 13 წიგნის გამოცემით $90 მილიონი მოიგო – შთამბეჭდავი 221%-ით მეტი, ვიდრე ყოფილმა ლიდერმა დენ ბრაუნმა.
ამ წლის ათეულში ძირითადად ძველი სახელები მოხვდნენ: დანიელა სტილი, სტივენ კინგი, ჯოან როულინგი. ერთი აღსანიშნავი ახალბედა გახლავთ 26 წლის ვერონიკა როტი – ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომლის ტრილოგიამ, Divergent-მა, მას $17 მილიონი მოუტანა (მარტში გამოშვებულმა კინოვერსიამ კი აშშ-ში $151 მილიონი შეაგროვა).
ამ სიაში არ მოხვდა ქალბატონი, რომელმაც შარშან პატერსონს გაასწრო: ე.ლ. ჯეიმსი, რომლის წიგნი, „ნაცრისფრის ორმოცდაათი ელფერი“, 2013 წელს მხოლოდ 1,8 მილიონი ეგზემპლარის რაოდენობით გაიყიდა, რაც მნიშვნელოვნად ცოტაა გასულ წელს 29 მილიონზე მეტ გაყიდულ წიგნთან შედარებით (წლევანდელი $10 მილიონი შარშანდელი $95-ის ნაცვლად).
2014 წლის ათეული ასე გამოიყურება:
1. ჯეიმს პატერსონი $90 მილიონი
2. დენ ბრაუნი $28 მილიონი
3. ნორა რობერტსი $23 მილიონი
4. დანიელა სტილი $22 მილიონი
5. ჯანეტ ივანოვიჩი $20 მილიონი
6T. ჯეფ კინი $17 მილიონი
6T. ვერონიკა როტი $17 მილიონი
6T. ჯონ გრიშმანი $17 მილიონი
6T. სტივენ კინგი $17 მილიონი
10. სიუზენ კოლინზი $16 მილიონი
დატოვე კომენტარი