წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 15 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან 14 ფლობს როგორც სიცოცხლის, ასევე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. საანგარიშო პერიოდში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიებმა 143,80 მილიონი ლარი შეადგინა, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ კი 5,67 მილიონი ლარი.
მოზიდული სადაზღვევო პრემიით კომპანია ჯიპიაი ლიდერობს 40,72 მილიონი ლარით, მეორე ადგილზეა PSP-ეა 25,6 მილიონით, მესამეზე კი ალდაგია 20 მილიონი ლარით. მეოთხე და მეხუთე ადგილზე იმედი L და არდი არიან, მას მოსდევს უნისონი, ალფა და ირაო.
წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ზარალი კომპანია იმედი L-მა აანაზღაურა.
ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით, ბაზრის ყველაზე დიდი წილი კომპანია ჯიპიაი-ს უკავია (34%), მეორე ადგილზეა პსპ (24%), მესამეზე კი იმედი L (21%).
ქონების დაზღვევის კუთხით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი ალდაგს უკავია (42%), მეორე ადგილზე ჯიპიაია (21%), მესამეზე კი უნისონი (13%).
დატოვე კომენტარი