ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდები ამერიკაში - რეიტინგი

ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდები ამერიკაში - რეიტინგი

ძმები მაკდონალდების მიერ 1940-იან წლებში რესტორნების ქსელის, McDonald’s-ის დაარსების შემდეგ სწრაფი კვების ინდუსტრია უფრო და უფრო იზრდება. McDonald’s-ი ამერიკაში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში, დღემდე ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდია. კომპანიის გაყიდვებმა ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელს $46 მილიარდი შეადგინა.

თუმცა, საინტერესოა, სხვა რომელ ბრენდებს უკავიათ ამერიკის ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ობიექტების სიაში მოწინავე პოზიციები.

ამერიკულ ბაზარზე McDonald’s-ის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ მისი გაყიდვები ჩამონათვალში მეორე პოზიციის მფლობელ ბრენდთან შედარებით ორჯერ მეტია. ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდების სიაში კი მეორე ადგილს Starbucks-ი იკავებს. მისმა გაყიდვებმა გასულ წელს 24.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მესამე პოზიციაზე სწრაფი კვების ქსელი, Chick-fil-A იმყოფება. კომპანიამ 2021 წელს გაყიდვებით 16.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ათეულში მომდევნო პოზიციებს ისეთი ცნობილი სწრაფი კვების ბრენდები იკავებენ, როგორებიცაა: Taco Bell-ი, Wendy’s-ი, Dunkin’-ი, Burger King-ი, Subway, Domino’s-ი და Chipotle-ი.

მოსალოდნელია, რომ ამერიკული სწრაფი კვების ინდუსტრია ზრდას მომდევნო წლებშიც განაგრძობს. ნავარაუდებია, რომ 2022 წელს ინდუსტრია გაყიდვებით 331 მილიარდ აშშ დოლარს მოაგროვებს. აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ბრენდები რთულ გარემოებებზე მორგებასაც ახერხებენ. მაგალითად, პანდემიის პერიოდში დახურულმა კვების ობიექტებმა Drive-Thru სერვისების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

Starbucks-ის განცხადებით, სამომავლოდ მისი ობიექტების 90% Drive-Thru სერვისზეც იქნება მორგებული. გარდა ამისა, ბრენდები გაციფრულებისა და უკონტაქტო მომსახურებისკენაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Starbucks-ის მობილურით შეკვეთის მაჩვენებელი 400%-ით გაიზარდა.

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდების რეიტინგს ამერიკაში 2021 წელს გაყიდვების მიხედვით:

Visual Capitalist

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *