შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ ამერიკელი მეცნიერები – კაროლინ ბერტოზი და ბარი შარპლესი, ასევე დანიელი მორტენ მელდალი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებს ჯილდო „„კლიკ-ქიმიისა“ და ბიოორთოგონალური ქიმიის განვითარებისთვის“ გადაეცათ. უფრო კონკრეტულად კი, შარპლესმა და მელდალმა საფუძველი ჩაუყარეს ქიმიის ფუნქციურ ფორმას – „კლიკ-ქიმიას“ – რომელშიც მოლეკულური ბლოკები სწრაფად და ეფექტიანად ერწყმის ერთმანეთს. ბერტოზიმ კი „კლიკ-ქიმია“ ახალ განზომილებაში გადაიყვანა და მისი ცოცხალ ორგანიზმებში გამოყენება დაიწყო.
შეგახსენებთ, ქიმიის დარგში გასული წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ბენიამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი გახდნენ. მეცნიერებს ჯილდო ასიმეტრიული ორგანოკატალიზის შემუშავებისთვის მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ ქიმიის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე ამ სფეროში მომუშავე 116-მა მეცნიერმა დაიმსახურა.
დატოვე კომენტარი