ქუვეითის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, 22 მაისიდან ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც COVID-19–ის წინააღმდეგ არ არიან აცრილი, საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ შეძლებენ.
სამინისტროს განცხადების თანახმად, შეზღუდვა არ გავრცელდება იმ ჯგუფებზე, რომელთაც არსებული რეგულაციების თანახმად, ჯერ არ ეკუთვნით ვაქცინაცია. ამასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქუვეითში შესვლა კვლავ აკრძალული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრომ, ვაქცინების მიწოდებაში შეფერხების გამო, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი და მეორე დოზების მიღებას შორის პერიოდი გაახანგრძლივა.
დატოვე კომენტარი