აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, საქართველოს ახალგაზრდების უმუშევრობის დონით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს და მხოლოდ 9 ქვეყანას უსწრებს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 2018 წელს 63.7 მილიონი ახალგაზრდა უმუშევარი იყო. ILO-ს მეთოდოლოგიით, ახალგაზრდებს 15-24 წლის პირები მიეკუთვნებიან. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდებში უმუშავრების დონე 28.5%-ია. ILO მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირების ტენდენციით ხასიათდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდა მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს დაფიქსირდა. შედარებისთვის, 2009 წელს 15-24 წლის პირების უმუშევრობის მაჩვენებელი 38.1% იყო, 2019 წელს კი ის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 28.1%-მდე შემცირდება, 2020-ში კი 27.8%-მდე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეფინიციით, უმუშევრად ითვლება პირი, რომელმაც მიაღწია სამუშაო ასაკს, ახორციელებს აქტივობას რათა დასაქმდეს, ეძებს სამსახურს და მზად არის მუშაობის დასაწყებად. უმუშევრობის დონე კი გამოითვლება უმუშევართა პროცენტული წილით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.
ILO-ს მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს მიეკუთვნება. აღნიშნულ რეგიონში მსოფლიოს 50 ქვეყანა შედის. აქედან ახალგაზრდების უმუშევრობის დონით, საქართველო მხოლოდ 9 ქვეყანას უსწრებს.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, სადაც ახალგაზრდების უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია.
- ბოსნია და ჰერცეგოვინა – 55.5%
- მაკედონია (ყოფილი ივგოსლავიის რესპუბლიკა) – 47.2%
- საბერძნეთი – 42.5%
- სომხეთი – 38.7%
- იტალია – 32.8%
- ალბანეთი – 32.7%
- მონტენეგრო – 32.7%
- ესპანეთი – 32.6%
- სერბეთი – 31.3%
- საქართველო 28.4%
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, ახალგაზრდების უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი შემდეგ ქვეყნებშია – შვეიცარია 8%, ნორვეგია 9.7%, ნიდერლანდების სამეფო 7%, ყაზახეთი 4.7%, ისრაელი 6.6%, ისლანდია 7.8%, უნგრეთი 9.4%, გერმანია 6.6%, ჩეხეთი 5.7%, ავსტრია 9.5%.
დატოვე კომენტარი