ბურნკინა-ფასოდან, ლაოსიდან, სენტ-ლუსიადან და გრენადადან ოქტომბერში საქართველოში მხოლოდ თითო-თითო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ოქტომბერში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა. ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 100-150%-ით მატულობს. ასე მაგალითად რუმინეთიდან ოქტომბერში საქართველოში 811 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 131%-ით აღემატება. თუმცა არის ქვეყნებიც, საიდანაც საქართველოში ოქტომბერში მხოლოდ 1 ვიზიტორი შემოვიდა.
კერძოდ, ბურკინა-ფასოდან, ლაოსიდან, სენტ-ლუსიადან და გრენადადან ოქტომბერში საქართველოში მხოლოდ თითო-თითო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
200-მდე ქვეყანას შორის არის 25 ისეთიც, საიდანაც ოქტომებრში არცერთი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი არ განხორციელებულა.
პროცენტულად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1300%-ით გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა სამხრეთ აფრიკული ქვეყანა ლესოტოდან, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ რომ გასული წლის ოქტომბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში მხოლოდ 1 ვიზიტი განხორციელდა, წელს კი 14. ანალოგიურად, 1500%-ით გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა დასავლეთ აფრიკული ქვეყანა სენეგალიდან, საიდანაც გასულ წელს საქართველოში 1 ვიზიტი განხორციელდა, წელს კი 15.
1100%-იანი ზრდა ფიქსირდება კოდ-დიუვერიდან, – საიდანაც ოქტომბერში საქართველოში 12 ვიზიტი განხორციელდა. 1200%-იანი ზრდა გვაქვს რუანდიდან, საიდანაც გასულ თვეს 13 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. მოზამბიკიდან ზრდამ 1600% შეადგინა, ვიზიტების რაოდენობამ კი 17. ასევე, 1500%-იანი ზრდა ფიქსირდება ჰონდურასიდან და პანამადან, 16-16 ვიზიტით.
ოქტომბერში, 2-2 ვიზიტი დაფიქსირდა ფიჯიდან, კამბოჯადან და ნიგერიდან.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები ყველაზე მეტად შემცირდა, პროცენტულად სიის სათავეში 100%-იანი შემცირებით კვლავ ის ქვეყნები არიან, საიდანაც ქვეყანაში ერთეული შემოსვლები ფიქსირდება. კერძოდ, ჩადიდან, გვინეა-ბისაუდან, რეუნიონიდან, ტონგადან, ტუვალუდან, სამოადან, თუმცა არცერთი ქვეყნიდან გასული წლის ოქტომბერში 5-ზე მეტი ვიზიტი არ განხორციელებულა.
რაოდენობრივად კი ყველაზე მეტად საქართველოში თურქეთიდან ვიზიტები შემცირდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ოქტომებრში თურქეთიდან ვიზიტებმა 10 228-ით იკლო და 74 159 ვიზიტი შეადგინა (-12%). ასევე 12.5%-ით შემცირდა ვიზიტების რაოდენობა გაერთიანებული სამეფოდან. ოქტომბერში საქართველოში ამ ქვეყნიდან ვიზიტებმა 3025 შეადგინა, რაც 431 ვიზიტით შემცირებული მაჩვენებელია. 3235-ით შემცირდა ვიზიტების რაოდენობა სომხეთიდან და 107 311 ვიზიტი შეადგინა (-2.9%). შემცირებაა ირანელ ვიზიტორებშიც, კერძოდ ირანიდან ოქტომებრში 922-ით ნაკლები ვიზიტი განხორცეილდა (-4.5%).
დატოვე კომენტარი