მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ასე მაგალითად, OECD-ის ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელს აღემატება. მიუხედავად, ამისა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარი შემოსავლების 10%-ზე მეტს ხარჯავს ჯანმრთელობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანს არჩევანის გაკეთება საკვების ხარჯებსა და ჯანდაცვას შორის უწევს.
მშპ-სთან მიმართებით ჯანდაცვის ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ის 17%-ს აღემატება.
OECD-ის ქვეყნებში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან შემდეგია:
- აშშ: 17.2%
- შვეიცარია: 12.4%
- გერმანია: 11.8%
- შვედეთი: 11%
- იაპონია: 10.9%
- კანადა: 10.6%
- ნორვეგია: 10.5%
- ბელგია: 10.4%
- გაერთიანებული სამეფო: 9.7%
- ფინეთი: 9.3%
OECD-ის წევრ 35 ქვეყანაში საშუალოდ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მშპ-ს 9%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი ეს მაჩვენებელი ინდონეზიაშია და ის 2.8%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯები ჯანდაცვაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კვლავ ჩამოუვარდება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს.
საქართველოში ჯანდაცვის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში საშუალოდ 3%-ის ფარგლებშია.
დატოვე კომენტარი