ავსტრიული სამოგზაურო სააგენტო Intrepid იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებსაც ყოველწლიურად მოსახლეობაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
სიის სათავეში ხორვატია მოხვდა, რომელსაც 2016 წელს 57,587,000 ტურისტი ეწვია, ქვეყნის მოსახლეობა კი მხოლოდ 4,170,600-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატიას საკუთარ მოსახლეობაზე 1380%-ით მეტი უცხოელი სტუმრობს, – თითო მოსახლეზე კი დაახლოებით 14 ტურისტი მოდის.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:
ხორვატია – 57,587,000 ტურისტი; 4,170,600 ადგილობრივი – 1380.78%
ისლანდია – 1,891,000 ტურისტი; 334,250 ადგილობრივი – 565.74%
უნგრეთი – 52,890,000 ტურისტი; 9,817,960 ადგილობრივი – 538.71%
დანია – 28,692,000 ტურისტი; 5,731,120 ადგილობრივი – 500.64%
საფრანგეთი – 202,930,000 ტურისტი; 66,896,110 ადგილობრივი – 303.35%
ჩეხეთი – 30,915,000 ტურისტი; 10,561,630 ადგილობრივი – 292.71%
სინგაპური – 16,404,000 ტურისტი; 5,607,280 ადგილობრივი – 292.55%
კვიპროსი – 3,286,000 ტურისტი; 1,170,130 ადგილობრივი – 280.82%
საბერძნეთი – 28,071,000 ტურისტი; 10,746,740 ადგილობრივი – 261.20%
ესპანეთი – 115,561,000 ტურისტი; 46,443,960 ადგილობრივი – 248.82%
რეიტინგი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემეს არ ითვლის, თუმცა თუკი საქართველოს მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ გასულ წელს ქვეყანას ადგილობრივ მოსახლეობაზე 204%-ით მეტი (7 554 936) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. თუმცა, ამავე პერიოდში, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობაზე ნაკლებია.
Intrepid-მა იმ ქვეყნების სიაც შეადგინა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ბევრად ნაკლები ტურისტი შედის:
ტანზანია – 1,284,000 ტურისტი; 55,572,200 ადგილობრივი – 2.31%
პაპუა ახალი გვინეა – 198,000 ტურისტი; 8,084,990 ადგილობრივი – 2.45%
კენია – 1,340,000 ტურისტი; 48,461,570 ადგილობრივი – 2.77%
ინდონეზია – 11,519,000 მოგზაური; 261,115,460 ადგილობრივი – 4.41%