დუბაის უახლესი მდიდრული ცათამბჯენები მაღალტექნოლოგიურ გართობას, ხელოვნურ სანაპიროსა და შენობაში განთავსებულ ტროპიკულ ტყეს გვთავაზობს.
ანდეთ დუბაის – ამ შინაური ლომების, ოქროს ტუალეტებისა და Lamborghini-ს საპატრულო მანქანების მხარეს – მსოფლიოში ყველაზე დეკადენტური ოაზისის აშენება უდაბნოში.
ქალაქის Al Thanyah-ის უბანში მშენებარე $550-მილიონიანი Rosemont Hotel & Residences-ი მსოფლიოში პირველი შენობა იქნება საკუთარი ტროპიკული ტყით: 75,000 კვადრატული ფუტის ჯუნგლები, რომელსაც საჭყუმპალაო აუზი და კაფე ამშვენებს. უზარმაზარი ტერარიუმი მხოლოდ კონდენსაციით მიღებულ და გადამუშავებულ წყალს გამოიყენებს. აქვე იქნება ხელოვნური სანაპირო – ქვიშის გარეშე. 1.1 მილიონ კვადრატულ ფუტზე გადაჭიმული კომპლექსის ცენტრში შუშის ორი ცათამბჯენი – 53-სართულიანი სასტუმრო და 55-სართულიანი საცხოვრებელი სახლი შეიხ ზაიედის ქუჩაზე – მდიდრულ სავაჭრო სივრცეშია აღმართული. ZAS Architects Dubai-ს ნაგებობებში 448 სასტუმრო ოთახი და 280 ავეჯით გაწყობილი ბინა იქნება, მათ შორის 6,300 კვადრატული ფუტის საპრეზიდენტო საცხოვრებელი თავისი კერძო სპა-ცენტრით, ჯაკუზითა და ჩანჩქერიანი საცურაო აუზით. ოთახებში ხანმოკლე ან ხანგრძლივი ვადით დარჩენა შეგეძლებათ, ყიდვა – არა.
კურორტის გახსნა 2018 წელს იგეგმება. აქ ღია ცის ქვეშ იპოვით კონსოლურ პანორამულ აუზს შუშის ძირით, ბოულინგის მოედანს, ღამის კლუბსა და მაღალტექნოლოგიურ გასართობ ცენტრს. ყველაზე მაგარი აქ, ალბათ, მაინც ჩემოდნების რობოტ- მზიდველები არიან: ფულის ჩუქებაც კი არ მოგიწევთ.
დატოვე კომენტარი