ადვალური გადასახადი (ინგლისურად Ad Valorem Tax) არის გადასახადი, რომელიც გამოიანგარიშება საქონლის, მომსახურების ან აქტივის ღირებულებიდან ფიქსირებული პროცენტით. ადვალური გადასახადის სახეობაა, მაგალითად, ქონების გადასახადი, რომელიც ქონების გარკვეულ პროცენტს წარმოადგენს. ასევე იყენებენ იმპორტირებული საქონლის დაბეგვრისას ან აქციზის გადასახადის დაწესების დროს. მაგალითად, საქართველოში, სიგარეტის აქციზის გადასახადი მოიცავს როგორც ფიქსირებულ თანხას, ასევე ადვალურ ნაწილს – სიგარეტის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტს.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები