არასაოპერაციო ხარჯი (ინგლისურად Non-Operating Expense) არის ის ხარჯები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება კომპანიის ძირითად საქმიანობას. მაგალითად, ასეთი ხარჯებია: სესხზე პროცენტის გადახდა, სახელმწიფოსთვის ბიუროკრატიულ ბარიერებზე გადასახადი, ინვენტარის ჩამოწერის ხარჯი, რესტრუქტურიზაციის ხარჯი, ბიზნესდავების ხარჯი, ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ხარჯი და ა.შ.
ფინანსურ ანგარიშებში არასაოპერაციო ხარჯი ცალკე არის გამოყოფილი, რომ დაინტერესებულმა პირებმა ნახონ, როგორ ფუნქციონირებს კომპანია. რაც უფრო ნაკლებია არასაოპერაციო ხარჯის წილი მთლიან ხარჯებში, მით უკეთესია.
საოპერაციო ხარჯებისგან განსხვავებით, არასაოპერაციო ხარჯი არ არის აუცილებლად გასაწევი ხარჯი იმისთვის, რომ კომპანიამ მუშაობა შეძლოს, საწარმოო თუ მომსახურების მიწოდების პროცესი არ შეწყდეს.