არასაოპერაციო მოგება (ინგლისურად Non-Operating Income) არის მოგების ის ნაწილი, რომელიც კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან არ გამომდინარეობს. არასაოპერაციო მოგება კომპანიამ შეიძლება მიიღოს ვალუტის კურსის ცვლილებიდან, აქტივების გადაფასებიდან ან გაყიდვიდან, ინვესტიციებზე მოგებიდან, დივიდენდიდან და სხვა.
ფინანსურ ანგარიშებში არასაოპერაციო მოგება ცალკე არის გამოყოფილი, რომ დაინტერესებულმა პირებმა ნახონ კომპანიის ძირითადი საქმიანობით მიღებული მოგება. რაც უფრო ნაკლებია არასაოპერაციო მოგების წილი მთლიან მოგებაში, მით უკეთესია. შესაძლოა, კომპანიის მმართველებსა და მფლობელებს შორის სხვადასხვა ინტერესი იყოს და მმართველებმა მფლობელებს სასურველი მოგება არასაოპერაციო მოგების ჩათვლით აჩვენონ, რაც შეცდომაში შემყვანია. კომპანიის გამართული და მდგრადი საქმიანობისთვის აუცილებელია მოგებიანობა კომპანიის საოპერაციო საქმიანობით იყოს განპირობებული და არა ერთჯერადი ფაქტორებით, რომლებიც კავშირში არაა გამოშვებული საქონლის ან გაწეული მომსახურების მოცულობასთან.