ბენჩმარკ ბონდი (ინგლისურად Benchmark Bond) არის ობლიგაცია, რომელიც ერთგვარი სტანდარტია, რომელსაც სხვა ობლიგაციების შემოსავლიანობა უნდა შედარდეს. ბენჩმარკ ბონდად ძირითადად მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციები გამოიყენება. ბენჩმარკ ობლიგაციებს საქართველოს მთავრობაც უშვებს.
ზოგადად, ბენჩმარკინგი ნიშნავს კომპანიის მაჩვენებლების სხვა უფრო წარმატებული კომპანიის მაჩვენებლებთან შედარებას, რის შედეგადაც მიღწევები უნდა გაუმჯობესდეს. ძირითადად, შედარება ხდება დარგის საუკეთესო კომპანიასთან. ბენჩმარკინგის მთავარი უპირატესობა დარგში საუკეთესო გამოცდილების შესწავლა და გამოყენებაა.
დატოვე კომენტარი