ბიზნესციკლი (ინგლისურად Business Cycle) არის თანამიმდევრული რყევები ეკონომიკაში. ციკლი იწყება ბუმით, ანუ ეკონომიკის სწრაფი აღმასვლით, აღწევს პიკურ მდგომარეობას, შემდეგ იწყება დაღმასვლა ანუ რეცესია და სრულდება ეკონომიკის თავდაპირველ (ბუმამდელ) მდგომარეობაში ან უფრო ქვემოთ დაბრუნებით.
ბიზნესციკლის საწყის ეტაპზე იზრდება ეკონომიკა, დასაქმება, შემოსავლები, გაყიდვები და ა.შ. თუმცა ციკლის საწყისად რომ მივიჩნიოთ, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. პიკურ მდგომარეობაში ეკონომიკური მაჩვენებლები მაქსიმალურ სიდიდეებს აღწევს, რის შემდეგაც უკვე იმავე მაჩვენებლების კლება, გაუარესება იწყება. ზოგჯერ კლება ისეთი სწრაფია, რომ ვარდნა შეიძლება ვუწოდოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იყო ბუმის მიზეზი და რამდენად სწრაფი იყო ბუმის პერიოდი. ძირითადად, სწრაფ ბუმს სწრაფი ვარდნა ახასიათებს.
როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე კომპანიაში, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა პირებმა ისეთი პოლიტიკა გაატარონ, რომ ბიზნესციკლების მერყეობის დონე შეამცირონ.
დატოვე კომენტარი