ბუღალტრული მოგება (ინგლისურად Accounting profit) არის მოგების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მიიღება მთლიან შემოსავალს გამოკლებული კომპანიის ბუღალტრული ხარჯები. ბუღალტრული ხარჯია ის ხარჯი, რაც უშუალოდ საქონლის ან მომსახურების წარმოებას სჭირდება, ანუ აშკარა ხარჯებია. ბუღალტრული მოგების გამოთვლის დროს, ეკონომიკური მოგებისგან განსხვავებით, შემოსავალს არ აკლდება არაპირდაპირი ხარჯები, ანუ რესურსების გამოყენების ხარჯი (ალტერნატიული ხარჯი). ალტერნატიული ხარჯი არის გადაწყვეტილების ფარული ხარჯი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა.
საწარმოებისთვის ბუღალტრული მოგების გამოთვლა აუცილებელია, რადგან ის არის დაბეგვრის ბაზა. რა შეიძლება ჩაითვალოს ბუღალტრულ ხარჯად, ანუ რა უნდა გამოაკლდეს შემოსავალს, ამას კანონმდებლობა განსაზღვრავს.