„დათვის ბაზარი“ (ინგლისურად Bear Market) არის ისეთი მდგომარეობა ბაზარზე, როდესაც ფასები მცირდება. ტერმინს „დათვის ბაზარი“ ძირითადად საფონდო ბირჟაზე იყენებენ ისეთ დროს, როდესაც ფასიანი ქაღალდების ფასი, მინიმუმ, 20%-ით მცირდება და ინვესტორები ფასების კლებას ელიან. ფასი შეიძლება შემცირდეს როგორც ერთი კომპანიის ფასიან ქაღალდებზე, ასევე რამდენიმეზე ერთდროულად, რა დროსაც საფონდო ბირჟების ინდექსებიც მცირდება. „დათვის ბაზარი“ სწორედ საფონდო ბირჟების ინდექსების დაცემაში გამოიხატება, თუმცა არავინაა შეზღუდული, ერთი კომპანიის აქციების ფასის კლებას უწოდოს „დათვის ბაზარი“.
როდესაც „დათვის ბაზარია“ მოსალოდნელი, ბროკერები ფასიანი ქაღალდების გაყიდვას ცდილობენ და აქციებზე მეტად ობლიგაციებს ყიდულობენ. ასეთ დროს აქციების ყიდვა ძალიან სარისკოა, მაგრამ ვინც მომავალს სწორად განჭვრეტს და გაიაფებულ აქციებს იყიდის, ბაზარზე მდგომარეობის შემობრუნების შემთხვევაში, დიდ მოგებას ნახავს.
ერთ-ერთი ვერსიით, ბაზარზე ფასების კლების მდგომარებას „დათვის“ უწოდეს, რადგან დათვი ბრძოლის დროს თათს ურტყამს და ძირს აგდებს მოწინააღმდეგეს. ამ შემთხვევაში, თითქოს ფასებს ურტყამს თათს და ქვემოთ სწევს.
დატოვე კომენტარი