რა არის დეფოლტი?

რა არის დეფოლტი?

დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს.

დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე  გაკოტრებულს იყენებენ.

როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, ანუ ვალს ვეღარ იხდის, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ქვეყანას უჭირს ახალი ვალების აღება, აღარ აძლევენ ან თუ აძლევენ, მნიშვნელოვნად ამაღლებული საპროცენტო განაკვეთით. ქვეყნის დეფოლტი ხშირად ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული, ან თავად იწვევს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, არსებულ ეკონომიკურ კრიზისს კი აღრმავებს. დეფოლტის დროს შესაძლოა, ქვეყნის გარკვეული აქტივების კონფისკაციაც მოხდეს, პირველ რიგში ეს ეხება დეფოლტში მყოფი ქვეყნის უცხოურ აქტივებს.

ბოლო 7 წელიწადში დეფოლტი შემდეგმა ქვეყნებმა განიცადეს: ლიბანი და არგენტინა (2020 წელი), ბარბადოსი (2018), ვენესუელა (2017) და საბერძნეთი (2015).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *