ძირითადი საშუალებები (ინგლისურად Fixed Assets) არის საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური აქტივები, რომელთაც საწარმო ერთ წელზე მეტი ხნის ვადით იყენებს. ძირითადი საშუალებები გამოიყენება საქონლის წარმოებაში, მომსახურების გაწევაში, იჯარით გასაცემად და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. მაგალითად, თუ საწარმო ფლობს ქარხნის შენობას, რომელსაც საქონლის წარმოებისთვის იყენებს, ამ ქარხნის შენობა ძირითადი საშუალებაა. ძირითადი საშუალებები ყველაზე ხშირად მოიცავს მიწას, შენობა-ნაგებობებს, სატრანსპორტო საშუალებებს და მანქანა-დანადგარებს.
ძირითად საშუალებებს დროთა განმავლობაში ღირებულება აკლდება და ამ პროცესს ცვეთა ეწოდება.