ეკონომია მოცვაზე (ინგლისურად Economies of Scope) არის პროცესი, როდესაც კომპანია ძირითადი საქონლის ან მომსახურების წარმოებასთან დამატებითი საქონლის, ან მომსახურების წარმოების დაწყების საშუალო ხარჯს ამცირებს.
მაგალითად, თუ ავეჯის კომპანიას აქვს ქარხანა, სადაც საწოლებს და კარადებს ამზადებს, მისთვის შედარებით იოლია სკამებისა და მაგიდების წარმოებაც დაიწყოს, რადგან ამისთვის საჭირო ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი აქვს. ჯამში, ამ მიმართულებით წარმოების გაფართოება მას საშუალო ხარჯებს შეუმცირებს (ცვლადი ხარჯები გაეზრდება, მაგრამ ფიქსირებული ხარჯები არა, ან უმნიშვნელოდ) და რესურსების გამოყენებას უფრო ეფექტიანს გახდის. ერთი და იმავე რესურსიდან მეტი საქონლის წარმოება არის სწორედ ეკონომია მოცვაზე, რაც მეტ მონათესავე საქონელს მოიცავ, მეტ ეკონომიას აკეთებ.