გრძელი პოზიცია (ინგლისურად Long Position) არის ფასიანი ქაღალდებით ან სხვა აქტივებით ვაჭრობის სტრატეგია, როდესაც ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივების მფლობელი ყიდულობს აქტივებს იმ მოლოდინით, რომ მათი ფასი მომავალში გაიზრდება. მაგალითად, თუ მოელით, რომ კონკრეტული კომპანიის აქციების ფასი გაიზრდება, მაშინ ამ კომპანიის აქციები უნდა იყიდოთ და დაელოდოთ ფასის ზრდას. ასეთ დროს ამბობენ, რომ ინვესტორი გრძელ პოზიციას იკავებს.
გრძელი პოზიცია ტრადიციული ვაჭრობის მსგავსია – ყიდულობ იაფად და ყიდი ძვირად, ოღონდ ტრადიციული ვაჭრობისგან იმით განსხვავდება, რომ გაძვირება დროში მოლოდინზე არის მინდობილი და შესაძლოა, არც გაძვირდეს, ერთგვარი რისკია.