ინსაიდერული ვაჭრობა (ინგლისურად Insider Trading) არის კომპანიის შიდა, არასაჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ამავე კომპანიის აქციებით, ობლიგაციებით და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ინსაიდერულ ვაჭრობაში კომპანიის თანამშრომლები ან მათთან დაახლოებული პირები შეიძლება იყვნენ ჩართული. რადგან მეტი ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა კომპანიის თანამშრომლებს (ინსაიდერებს) უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის პროცესში, ინსაიდერული ვაჭრობა ქვეყნების კანონმდებლობით აკრძალულია და მკაცრად არის რეგულირებული. ასევე აკრძალულია ინსაიდერის მიერ შიდა ინფორმაციის გარე, მესამე პირისთვის მიწოდება. საქართველოში შესაბამისი რეგულაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს გამოცემული, რადგან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის რეგულირება საქართველოში ეროვნულ ბანკს ევალება.
თუ დაშვებული იქნება ინსაიდერული ვაჭრობა, ეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ ინვესტორთა სანდოობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან ეცოდინებათ, რომ თანაბარ პირობებში არ არიან ინსაიდერებთან. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ზღუდავს ინსაიდერულ ვაჭრობას, ხშირად თავად კომპანიებს აქვს შემუშავებული შიდა რეგულაცია, რომელიც ასევე ზღუდავს ინსაიდერულ ვაჭრობას – შესაძლოა, სახელმწიფო რეგულაციაზე მკაცრადაც კი.
დატოვე კომენტარი