კომანდიტური საზოგადოება (კს) (ინგლისურად Limited Partnership (LP)) არის საწარმოს (კომპანიის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კომანდიტური საზოგადოება შედგება შეზღუდული და სრული პარტნიორებისაგან. თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება, მაშინ შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები) არიან, ხოლო თუ პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის, მაშინ სრული პარტნიორები არიან. კს-ის სრული პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები – მთელი თავიანთი ქონებით.
კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
არ არის აუცილებელი, კომანდიტური საზოგადოების მოგება მფლობელების წილების პროპორციულად გაიყოს. მოგების განაწილების წესი, კომპანიის მართვის წესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კომპანიის წესდებით დგინდება. შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ზარალის ანაზღაურებაში მონაწილეობს მხოლოდ თავისი შენატანით.
დატოვე კომენტარი