კუპონის განაკვეთი (ინგლისურად Coupon Rate) არის ფიქსირებული შემოსავლის მომტან ობლიგაციაზე გადახდილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. მაგალითად, თუ კომპანია გამოუშვებს 5,000 ლარის ობლიგაციას და წელიწადში 4-ჯერ, ანუ კვარტალში ერთხელ ობლიგაციის მფლობელს უხდის 250 ლარს, კუპონის განაკვეთი იქნება 20%, რადგან წლის განმავლობაში გამოუვა გადახდილი 1,000 ლარი, რაც 5000-ის 20%-ია. წლის განმავლობაში ერთ ჯერზე გადასახდელი თანხა არის კუპონი. ზემოთ განხილულ მაგალითში კუპონი არის 250 ლარი. კუპონის გაცემის სიხშირე შეიძლება იყოს წლიური, ნახევარწლიური, კვარტალური, ან სხვა პერიოდულობით. ყველაზე ხშირად ობლიგაციები გამოშვებულია კუპონის ნახევარწლიური დარიცხვის სიხშირით.
სხვა ფაქტორებთან ერთად კუპონის განაკვეთი დაკავშირებულია ობლიგაციის ვადიანობასთან. რაც უფრო მეტია ობლიგაციის ვადიანობა, დამატებითი რისკების გამო, მით უფრო მაღალია ობლიგაციაზე გადახდილი კუპონის განაკვეთი.
დატოვე კომენტარი