რა არის მარტივი პროცენტი?

რა არის მარტივი პროცენტი?

მარტივი პროცენტი (ინგლისურად Simple Interest) არის დეპოზიტზე, სესხზე ან სხვა ფინანსურ აქტივზე პროცენტის (სარგებლის) დარიცხვის მეთოდი. მარტივი პროცენტის დროს, ყოველი პერიოდის ბოლოს დარიცხული პროცენტი თანაბარია, ანუ არ იცვლება, არ ხდება უკვე დარიცხულ პროცენტზე პროცენტის დამატება. მარტივი პროცენტი ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ნამრავლით იანგარიშება.

მაგალითად, თუ დეპოზიტზე 5 წლით განათავსეთ 10,000 ლარი და წლიური სარგებლის განაკვეთი 10 პროცენტია, მარტივი პროცენტის დროს ყოველ წელს 10,000 ლარს დაემატება მისი 10 პროცენტი ანუ 1,000 ლარი. 5 წლის შემდეგ აიღებთ 15,000 ლარს (10,000 ლარს დამატებული 5-ჯერ 1,000 ლარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *