საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მიკრობიზნესი (ინგლისურად Micro Business) არის სტატუსი, რომელიც ენიჭება ფიზიკურ პირს, თუ ის არ იყენებს დაქირავებული პირების შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ამავე დროს, მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ჯამური შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე) 30 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მეწარმე მიკრობიზნესის სტატუსის მიღებით დაინტერესებულია, რადგან მიკრობიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და აწარმოებს მარტივ ბუღალტერიას, ასევე თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან. მიკრობიზნესით დაკავებული პირისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.
სხვადასხვა ქვეყანაში მიკრობიზნესი განსხვავებულად განიმარტება და განსხვავებული შეღავათებია დაწესებული.