მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) არის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი კომპანია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ საფინანსო საქმიანობას ახორციელებს. საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრირება და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონის თანახმად მისო-ები ძირითადად შემდეგ საქმიანობებს ახორციელებენ: სესხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა, სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება, ვალუტის გაცვლა, თამასუქებისა და ობლიგაციების გამოშვება.
მიკროსაფინანსოებს ანაბრების მიღების უფლება არა აქვთ, მაგრამ შეუძლიათ სესხების მიღება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან.
მიკროსაფინანსოების საქმიანობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, რადგან მათი კრიტერიუმები, ვალდებულებები და საქმიანობის სახეები ადგილობრივი კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
დატოვე კომენტარი