ნაერთი ბიუჯეტი (ინგლისურად Consolidated budget) არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი სტატისტიკურად აერთიანებს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დონის მთავრობების მიერ მიღებულ შემოსავლებს და მათ მიერ გაწეულ ხარჯებს. ნაერთი ბიუჯეტი გვეხმარება სრული სურათის დანახვაში, თუ რა მიმართულებებზე რა თანხა იხარჯება სახელმწიფოს მიერ. მაგალითად, ჯამში რა თანხით ფინანსდება განათლება ცენტრალური ბიუჯეტიდან და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან. ასევე, რადგან გარკვეული გადასახადები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში არ მიდის, ნაერთ ბიუჯეტში ჩანს, სახელმწიფო და ადგილობრივმა ბოუჯეტმა ჯამში რამდენი შემოსავალი მიიღეს გადასახადებიდან.
ნაერთი ბიუჯეტი არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არ მტკიცდება, რადგან ბიუჯეტების სტატისტიკურად გაერთიანებამდე, ყველა დონის ბიუჯეტი უკვე არის დამტკიცებული პარლამენტის (სახელმწიფო ბიუჯეტი), საკრებულოების (მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები) და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი) მიერ.
დატოვე კომენტარი