„ნოუ-ჰაუ“ (ინგლისურად know-how) არის საფინანსო, ადმინისტრაციული, კომერციული, ტექნიკური, სამეცნიერო, საწარმოო, მენეჯმენტური ცოდნა, რომელიც მის მფლობელს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობას ანიჭებს სხვა პირებთან შედარებით. ქართულად „ნოუ-ჰაუ“ ითარგმნება, როგორც „ვიცი, როგორ“. ის ზოგადი ცოდნისგან იმით განსხვავდება, რომ ის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.
„ნოუ-ჰაუ“ არის აგრეთვე საწარმოო-კომერციული საიდუმლო, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას წარმოადგენს. კომპანიას შეუძლია „ნოუ-ჰაუ“ განსაკუთრებულ უფლებად დაიცვას და ამ მხრივ ინტელექტუალურ საკუთრებად აქციოს, რომელსაც სხვა ვერ გამოიყენებს.