რა არის პატენტი?

რა არის პატენტი?

პატენტი (ინგლისურად patent) არის გამოგონების ავტორისთვის/მფლობელისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გამომგონებლის/მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას. ეს გულისხმობს პატენტის მფლობელისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებულ მონოპოლიურ უფლებას, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია, ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონების გამოყენება, ან გამოყენების ნება დართოს გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში. პატენტი ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ფორმაა.

პატენტი შეიძლება გაიცეს როგორც პროდუქტზე (საგანზე), ასევე ტექნოლოგიურ პროცესზე. პატენტი რომ გაიცეს, გამოგონება უნდა იყოს სიახლე, ანუ იგი ცნობილი არ უნდა იყოს არსებულ ტექნოლოგიებს შორის და უნდა ჰქონდეს სამრეწველო დანიშნულება.

პატენტი ევროპაში 1474 წლიდან არსებობს, როდესაც მისი გაცემა პირველად ვენეციაში დაიწყეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *