ფინტექი (ინგლისურად Fintech) არის ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ მომსახურებას აწარმოებს. ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მომსახურებებს. ფინტექ-კომპანიები ეხმარებიან მომხმარებელს, მარტივად და სწრაფად მართოს და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები. ფინტექები როგორც მომხმარებელს, ასევე მიმწოდებელს (მაგალითად, ბანკი) ხარჯებს უმცირებს.
ფინტექის მაგალითებია ინტერნეტ- და მობაილბანკინგის მიმწოდებელი კომპანიები. ფინტექები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინს, დიდ მონაცემებს და სხვა თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს.
ცნობილი დიდი ფინტექ-კომპანიებია: „ვიზა“, „მასტერკარდი“, „ფეი ფალი“, „ტენსენტი“, „ინტუიტი“, „სტრაიპი“, „რიპლი“ და ა.შ.
დატოვე კომენტარი