ფორვარდ (ინგლისურად forward) გარიგება არის ვაჭრობის საშუალება, როდესაც მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთში წინასწარ აფორმებენ შეთანხმებას, რომ მომავალში, წინასწარ დაფიქსირებულ თარიღში, წინასწარ შეთანხმებულ ფასში მოხდება ვაჭრობა. ფორვარდ გარიგება შეიძლება შედგეს როგორც უკვე არსებულ აქტივზე, ასევე მომავალში დასამზადებელზე.
პრაქტიკაში, ფორვარდ გარიგებები ყველაზე მეტად ფასიანი ქაღალდების და სასაქონლო ბირჟებზეა გავრცელებული. ასევე, პოპულარულია ვალუტებით ვაჭრობის დროს, რადგან ვალუტის კურსი ძირითადად მერყევია და კურსის სხვაობით მიღებული ზარალის რისკს ზრდის. ფორვარდ გარიგებების მთავარი მიზანი სწორედ რისკების დაზღვევაა. მაგალითად, ფერმერები იზღვევენ თავს და ფორვარდ გარიგებით ჯერ კიდევ მანამდე ყიდიან მოსავალს სასურველ ფასად, სანამ მოსავალს მიიღებენ.
სავალუტო ფორვარდული გარიგება ფართოდ გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, წინასწარ განსაზღვრული კურსით, სავალუტო გარიგება დღეს დაიდოს, ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება მომავალში განხორციელდეს. სავალუტო ფორვარდს იყენებენ კომპანიები, რომლებსაც შემოსავლები და ვალდებულებები სხვადასხვა ვალუტაში აქვთ. სავალუტო ფორვარდი მათ ეხმარებათ სამომავლო გაცვლითი კურსი წინასწარ დაადგინონ.
დატოვე კომენტარი