ფულის მომავალი ღირებულება (ინგლისურად Future Value – FV) არის დღეს არსებული ფულის მომავალი ღირებულება. მაგალითად, თუ გაქვთ 1,000 ლარი, რამდენი იქნება ეს თანხა 5 წლის შემდეგ. სხვაობას ფულით დამატებითი ფულის შოვნის შესაძლებლობა, ანუ სარგებლის განაკვეთი განაპირობებს. თუ წლიურად 10%-ის სარგებლის მიღება შეგიძლიათ, 5 წლის შემდეგ 1,000 ლარის ნაცვლად 1,611 ლარი გექნებათ. სწორედ ეს 1,611 ლარი არის ფულის მომავალი ღირებულება. მომავალი ღირებულება დამოკიდებულია სარგებლის განაკვეთსა და წლების რაოდენობაზე.
მომავალი ღირებულების გამოსათვლელად შემდეგი ფორმულა გამოიყენება: FV = X*(1+r)n
სადაც, X არის დღეს არსებული თანხა, r არის სარგებლის განაკვეთის დონე და n არის წლების (პერიოდების) რაოდენობა.
ზემოთ განხილული მაგალითი ფორმულის გამოყენებით:
FV = 1,000 ლარი*(1+0.1)5 = 1,611 ლარი
ფულის მომავალი ღირებულება კომპანიის ფინანსური მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, განსაკუთრებით საინვესტიციო პროექტების შეფასების დროს.
დატოვე კომენტარი