პლუტოკრატია (ინგლისურად Plutocracy) არის ისეთი მმართველობის ფორმა, როდესაც სახელმწიფოს მდიდარი ადამიანების მცირე ჯგუფი მართავს. ამ მცირე ჯგუფს ქვეყანაში აქვს გაცილებით დიდი უფლებები, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობას. ძველ ბერძნულად „plutos“ სიმდიდრეს ნიშნავს, ხოლო „კრატია“ მმართველობას. შესაბამისად, პლუტოკრატია მდიდრების მმართველობას ნიშნავს. პლუტოკრატიის კლასიკური მაგალითებია ძველად იტალიური ქალაქების – ვენეციის, ფლორენციის, გენუის – მმართველობა. პლუტოკრატია იყო ფაშისტურ იტალიაში და გერმანიაშიც, მდიდარი ადამიანების მცირე რაოდენობა აკონტროლებდა მთელ ეკონომიკას და ამავე დროს ისინი სახელისუფლებო პარტიის წევრები იყვნენ.
21-ე საუკუნეში სრული პლუტოკრატია მონარქიულ სახელმწიფოებსა და ავტოკრატიულ ქვეყნებში გვხვდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის პლუტოკრატიის ნიშნები, მაგრამ სრული პლუტოკრატია არ არის.