ქცევითი ეკონომიკა (ინგლისურად Behavioral Economics) არის ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მეთოდებით ადამიანების ქცევაზე დაკვირვება, თუ რატომ და როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს რეალურ სამყაროში. ქცევითი ეკონომიკა ადამიანების ქცევას სწავლობს ემპირიული დაკვირვებით. ის განსხვავდება კლასიკური ეკონომიკისგან, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები ყოველთვის რაციონალურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ქცევითი ეკონომიკა სწავლობს განსხვავებას, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რეალურად რას აკეთებს. მისი დასკვნით, ადამიანები არიან ემოციურები და იმპულსურები, რაზეც დიდი გავლენა აქვს გარემოსა და მოვლენებს. ქცევითი ეკონომიკის აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის ფსიქოლოგიის შესწავლისას, რაც წარმატებული მარკეტინგის საწინდარია.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები