შემოსავალი კაპიტალზე (ინგლისურად Return on Equity), რომელიც ინგლისური აბრევიატურით – ROE-თი არის ცნობილი, არის კომპანიის შემოსავლიანობის ფარდობითი მაჩვენებელი. მისი დანიშნულებაა, აჩვენოს, რამდენად მომგებიანია კომპანია მასში ჩადებული კაპიტალის გათვალისწინებით, რაც ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ROE-ს გამოთვლის დროს კომპანიის მოგება (წმინდა შემოსავალი) უნდა შეფარდდეს კომპანიის კაპიტალზე და უნდა გამრავლეს 100 პროცენტზე. რაც უფრო მაღალ რიცხვს მივიღებთ, უკეთესია, რადგან კომპანიის მაღალ მომგებიანობას მიანიშნებს.
ROE-ს ფართოდ გამოყენებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ მაჩვენებლით უფრო მარტივი და აღქმადია კომპანიის მომგებიანობის გაგება, ვიდრე მოგების ნომინალური რიცხვის ცოდნით. მაგალითად, თუ კონკრეტული კომპანიის წლიური მოგება 10 მლნ დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი თანხაა, არაფერს გვეუბნება, რამდენად ეფექტიანად იყენებს კომპანია მასში ჩადებულ კაპიტალს. 5 მლნ დოლარი შესაძლოა იშოვო 10 მლნ დოლარის კაპიტალითაც და 100 მლნ დოლარის კაპიტალითაც. ცხადია, რომ პირველი ვარიანტი ბევრად უკეთესია.
დატოვე კომენტარი