Warning: Constant WP_DEBUG already defined in /var/www/dev.forbes.ge/public_html/wp-config.php on line 80
რა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია? • Forbes Georgia

რა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია?

საბიუჯეტო ორგანიზაცია (ინგლისურად Budgetary Organization) არის ცენტრალური მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის, ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული, მის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაცია. ქვეყნის, შტატის, ფედერაციის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის და ა.შ. შემდეგ ბიუჯეტი სწორედ საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის თანხის გადაცემით იხარჯება.

საბიუჯეტო ორგანიზაცია შეიძლება იყოს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ), თუ ის არის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი