საინვესტიციო ბანკი (ინგლისურად Investment Bank) არის ფინანსური მომსახურების გამწევი კომპანია, რომელიც მსხვილი და რთული გარიგებების დროს მოქმედებს, როგორც შუამავალი. საინვესტიციო ბანკები ხშირად ეხმარებიან დამწყებ კომპანიებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამწყებ კომპანიას კაპიტალის ბაზრიდან დაფინანსების მოზიდვა უნდა, მაგალითად, აქციების პირველადი განთავსება (IPO). შესაძლებელია, საინვესტიციო ბანკს დანაზოგი მიანდოთ და თქვენ ნაცვლად მან განახორციელოს ამ თანხის ინვესტირება, საიდანაც ის გარკვეულ წილს დაიტოვებს. საინვესტიციო ბანკის სპეციალიზაცია და კვალიფიკაცია ზრდის ალბათობას, რომ დანაზოგს მოგებიანად განათავსებ სხვადასხვა აქტივში.
საინვესტივიო ბანკები ასევე დიდი ინსტიტუციური კლიენტებისთვის მუშაობენ, როგორც ბროკერები ან ფინანსური მრჩევლები.
მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი საინვესტიციო ბანკებია: Goldman Sachs-ი, Morgan Stanley, JPMorgan-ი, Citigroup-ი, Bank of America და ა.შ.
დატოვე კომენტარი