სამუშაო ძალა (ინგლისურად Labor Force) არის მინიმუმ 15 წლის ასაკის მქონე შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც ან დასაქმებულები არიან, ან აქტიურად ეძებენ სამსახურს და მზად არიან მუშაობის დასაწყებად. ქვეყანაში რაც მეტი ადამიანი ხვდება სამუშაო ძალაში, მით უკეთესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ეს არის იმ ადამიანების ერთობა, ვინც საქონელი და მომსახურება უნდა აწარმოოს, ქვეყნის ეკონომიკა შექმნას. ქვეყნის მოსახლეობაში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს აქტიურობის დონეს უწოდებენ.
მაგალითად, 2021 წელს საქართველოში 3.7 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა იყო 3 მლნ. აღნიშნული 3 მლნ-დან მხოლოდ 1.5 მლნ მოხვდა სამუშაო ძალაში. გამოდის, რომ მეორე 1.5 მლნ-ს გარკვეული გარემოებების გამო მუშაობა არ შეეძლო (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან პატიმარი იყო) ან არ ეძებდა სამსახურს (მაგალითად, სკოლის მოსწავლეები).
დატოვე კომენტარი