საურავი (ინგლისურად Penalty interest) არის პირგასამტეხლო, რომელიც ეკისრება ვალდებულების მქონე პირს, თუ ის ვალდებულებას არ მოემსახურება, ანუ არ გადაიხდის დროში დადგენილ თანხას. ვალდებულება ხელშეკრულებით ან კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. საურავი გადასახდელი თანხის ძირ თანხას ერიცხება. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების მაგალითია სესხზე გადასახდელი ძირი თანხა და პროცენტი. თუ წინასწარ განსაზღვრულ თარიღს გადააცილებ სესხის დაფარვას, ყოველ გადაცილებულ დღეზე დაირიცხება საურავი (როგორც ჯარიმა). საურავის სიდიდე ხელშეკრულებითვე არის განსაზღვრული.
კანონით დადგენილი ვალდებულების მაგალითია გადასახადები, რომელთა გარკვეულ დროში არგადახდის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე საურავი დაირიცხება და შესატანი თანხა ყოველდღიურად გაიზრდება. საქართველოს კანონმდებლობით, საგადასახადო დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% ერიცხება.